საქართველოს შესახებ

გეოგრაფიული მდებარეობა:
ტერიტორია: 69700 კმ
მეზობელი ქვეყნები: სამხრეთ-დასავლეთით თურქეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით სომხეთი, აღმოსავლეთით აზერბაიჯანი. ჩრდილოეთის საზღვარზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, საქართველოს მეზობელია რუსეთის ფედერაცია.
საქართველოს ტერიტორიის 36% ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. რელიეფი მთაგორიანია, რასაც 5000 მეტრზე მეტი სიმაღლის ორი მწვერვალი შხარა-5068 მ და ყაზბეგი 5037მ მოწმობს.
დასავლეთით საქართველოს შავი ზღვა აკრავს, ჩრდილოეთით და სამხრეთით კი კავკასიონის დიდი და მცირე ქედი.

მოსახლეობა და დემოგრაფია:
დედაქალაქი: თბილისი
მოსახლეობა: 4 300 000
ეთნიკური შემადგენლობა: 69% ქართველი
რელიგია:
65 % ქართველი მართლმადიდებელი
10% დანარჩენი მართლმადიდებელი
11 % მუსულმანი
8% სომეხი გრეგორიანი
ეროვნული უმცირესობები:
500 000 აზერბაიჯანელი
400 000 სომეხი
300 000 რუსი
100 000 დანარჩენი სლავები
100 000 ბერძენი
ასევე ოსები, აფხაზები, ებრაელები, ჩეჩნები….

ძირითადი ქალაქები:
ქუთაისი – 235 000 მოსახლე
რუსთავი – 159 000 მოსახლე
ბათუმი – 136 000 მოსახლე
ზუგდიდი – 100 000 მოსახლე
გორი – 69 000 მოსახლე
ფოთი – 50 000 მოსახლე

ენა:
ოფიციალური ენა: ქართული
ქართული ენა კავკასიურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება და მასზე 4 მილიონზე მეტი ადამიანი მეტყველებს. პირველი ჩვენამდე მოღწეული ქართულ ენაზე შესრულებული ძეგლი მე-5 საუკუნისაა.

რატომ უნდა ნახოთ საქართველო?
საქართველო ისტორიულად მდიდარი ქვეყანაა, ამას გარდა მისი გეოგრაფიული მდებარეობა ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.

  1. ზაფხულის და ზამთრის კურორტები
  2. გარდასულ ეპოქათა ნაშთები
  3. არგონავტების ნაკვალევზე
  4. ქართველები სტუმართმოყვარე ერია
  5. ქართული ღვინო და სამზარეული მსოფიოში განთქმულია
  6. საქართველოში რამდენიმე ცნობილი გამაჯანსაღებელი კურორტი მდებარეობს
  7. ულამაზესი ბუნება არავის ტოვებს გულგრილს

იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობა

ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი
მეათე-მეთერთმეტე საუკუნის ისტორიული ძეგლი ქუთაისში მდებარეობს. აგებულია ბაგრატ მესამის მეფობის დროს. ბაგრატის ტაძარი, თავისი მხატვრული და არქიტექტურული ღირსებით, ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლია ქართულ ხუროთმოძღვრებაში, როგორც შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელი. 1692 წელს, ისტორიული წყაროების თანახმად, ძეგლი ოსმალებმა დააზიანეს.
გელათის მონასტერი
სამონასტრო კომპლექსი ასევე ქუთაისში მდებარეობს. მდინარე წყალწითელის ხეობაში. მონასტერი დაარსდა 1106 წელს, დავით აღმაშენებელის თაოსნობით. სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა დროს აგებული შენობებისგან შედგება.